ფილტვების კანდიდოზი

ფილტვების კანდიდოზიბრონქებისა და ფილტვების დაზიანება, გამოწვეული Candida სახეობის საფუარისებრი სოკოებით.

ფილტვების კანდიდოზიეტიოლოგია, პათოგენეზი. Candida სოკოები წარმოადგენენ საპროფიტებს, რომლებიც ბინადრობენ ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზე, ახდენენ პათოგენურ ზემოქმედებას ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის შესუსტების დროს (ქრონიკული დაავადებები, ავიტამინოზები, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება). ფილტვების კანდიდოზი წარმოადგენს მეორად დაავადებას, განვითარებულს ბაქტერიული და ვირუსული ინფექცების, ტუბერკულოზის, ჩირქოვანი პროცესების ფონზე, ღრმა გრანულოციტოპენიისას; ხასიათდება პნევმონიური კერებით ცენტრში ნეკროზითა და ფიბრინოზული ექსუდაციით ალვეოლებში, რომლებიც გარს ერტყმის ნეკროზულ ზონას. შესაძლებელია მოხდეს ბრონქის კედლის ნეკროტიზირებაც. დაავადების შედეგია ფილტვების ფიბროზი ან ჩირქოვანი ღრუების წარმოქმნა.

ფილტვების კანდიდოზისიმპტომები, მიმდინარეობა. ცხელება, ქოშინი, ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდში, მტანჯველი ხველა, მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით, ბრონქოსპასტიკური სინდრომით. რენტგენოგრამაზე აღინიშნება ლაქოვანი ჩრდილები, დაჩრდილვის შედარებით ინტენსიური უბნები, იშვიათად პლევრალური გამონაჟონი.

დიაგნოზი დასტურდება სოკოს მიცელიუმის გამოვლინებით ნახველში, განავალში, შარდში სოკოების ზრდით.

სასუნთქი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.