შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები  
ბავშვის მაკრატელი  
ბავშვის წყლის თერმომეტრი  
საბავშვო კრემები
 საბავშვო ზეთები  
 საბავშვო ტალკი (პუდრი)
 საბავშვო ლოსიონები  
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებებ
 საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები  
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
 ბავშვის კბილის ჯაგრისები


შაქრიანი დიაბეტი ბავშვებში

შაქრიანი დიაბეტი (pancreatic [insular] diabetes) – ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი ვითარდება შედარებით მწვავედ, აქვს მძიმე, პროგრესირებადი მიმდინარეობა.
ეს განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის ნეიროენდოკრინული რეგულაციის ლაბილობით, ორგანიზმის ინტენსიური ზრდითა და მეტაბოლური პროცესების მაღალი დონით.

ადრეული ასაკის ბავშვებში დაავადების დასაწყისში ვლინდება სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი მერყეობა დღის განმავლობაში. ბავშვებში კეტოზისადმი მიდრეკილებით აიხსნება კეტონემიის მაღალი სიხშირე და დიაბეტური კომის სწრაფი განვითარება.
ბავშვთა ასაკში შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მძიმე გამოვლინებაა მორიაკის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ზრდის მნიშვნელოვანი შეფერხებით, ჰიპოგენიტალიზმით, ღვიძლის ზომების გადიდებით, კეტოზით, ჰიპერლიპიდემიითა და სიმსუქნით.ინსულინოთერაპიის ჩატარებისას ბავშვებში უფრო ხშირად ვიდრე მოზრდილებში, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპოგლიკემიური კომა. სისხლძარღვთა დიაბეტური დაზიანება, გლომერულოსკლეროზი თირკმლის უკმარისობით, რეტინოპათია და კატარაქტა მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტის გვიან შედეგებს და ბავშვებში იშვიათია.

კლინიკური სურათი

ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის ადრეული ნიშანია პოლიურია, რომელიც პატარა ბავშვებში განიხილება როგორც ღამით შარდის შეუკავებლობა, და პოლიდიფსია. გაშრობის შემდეგ თეთრეული მაგრდება, თითქოს გახამებულია; შარდი გამოიყოფა დიდი რაოდენობით (დღეში 3-6 ლიტრი), მისი ხვედრითი წონა მაღალია (1020-ზე ზევით), შარდი შეიცავს შაქარსა და აცეტონს.
კომის განვითარებას მოწმობს შემდეგი ნიშნები: დიურეზის მომატება, სხეულის მასის სწრაფად შემცირება, დეჰიდტრატაცია, ღებინება, მოთენთილობა, ძილიანობა, პირიდან აცეტონის სუნი. კეტოზისა და მზარდი აციდოზის ნიშნებია სუნთქვის გაღრმავება, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება.

დიაგნოზი

 ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის საწყის პერიოდში შაქრის დონე უზოზე სისხლში და დღიურ შარდში, როგორც წესი, მომატებულია, ამიტომ გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი კეთდება მხოლოდ ამ შედეგების დაზუსტების შემდეგ. ბავშვებში შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა კომპლექსურია, ინსულინ – და დიეტთერაპიის აუცილებელი გამოყენებით. პედიატრიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

.