✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს–სინდრომი
ახალშობილთა რესპორატორული დისტრეს-სინდრომი – არაინფექციური პათოლოგიური პროცესები (პირველადი ატელექტაზები, ჰიალინური მემბრანების დაავადება, შეშუპებით-ჰემორაგიული სინდრომი), რომელიც ფორმირდება ბავშვის პრენატალურ და ადრეულ ნეონატალურ პერიოდში და ვლინდება სუნთქვის დარღვევებით.
რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების სიხშირე დამოკიდებულია დღენაკლულობის ხარისხზე და საშუალოდ შეადგენს 60%-ს, იმ ბავშვებისა, რომლებიც დაიბადნენ 28 კვირაზე ნაკლები ვადის ორსულობიდან, 15-20% – ორსულობის 32-36 კვირიან ვადებში და 5% – 37 კვირაზე მეტხანს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ვითარდება ძირითადად დღენაკლულ ბავშვებში, რომელთა დედებს აღენიშნებათ დამძიმებული სამეანო ანამნეზი (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ნეფროპათია, პლაცენტის პათოლოგია, საშვილოსნოსმიერი სისხლდენები).
გარკვეული მნიშვნელობა აქვს მუცელშიგა ჰიპოქსიას, ასფიქსიასა და ჰიპერკაპნიას მშობიარობისას, ფილტვის ქსოვილის მოუმწიფებლობის დროს.
ჰიპოქსიისა და ჰიპერკაპნიის დროს ირღვევა ფილტვის სისხლმიმოქცევა, ხდება ალვეოლათაშორისი ძგიდეების გაჟღენთა სეროზული სითხით და ალვეოლების სანათურში პლაზმის შემადგენელი ნაწილების, კერძოდ ფიბრინის გამოსვლა.
ჰიალინური მემბრანების წარმოქმნა შესაძლებელია ასევე სისხლის ფიბრინოლიზური აქტიურობის დაქვეითების შედეგად. აღინიშნება ასევე ანტიატელექტაზური ფაქტორის (სურფაქტანტის) მკვეთრი დაქვეითება, რაც ხელს უწყობს ატელექტაზების წარმოქმნას.
გარკვეული მნიშვნელობა აქვს პლაზმინოგენის დეფიციტს, ალფა-2-მაკროგლობულინისა და ლოკალური ან დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების განვითარებას. აღინიშნება ელასტიკური ქსოვილის განუვითარებლობა, ალვეოლების მოუმწიფებლობა, სანაყოფე წყლებისა და ლორწოს ასპირაცია, განსაკუთრებით ღრმად დღენაკლულ ბავშვებში.
კლინიკური სურათი
ბავშვების უმრავლესობა იბადებიან ასფიქსიაში და თანდაყოლილი ჰიპოქსიის პირობებში, მაგრამ სუნთქვის დარღვევები ვლინდება არა მაშინვე, არამედ დაბადებიდან რამდენიმე საათში.
ტიპიურია სუნთქვის უკმარისობის ნიშნები: ქოშინი სუნთქვის სიხშირით 60 და მეტი 1 წუთში, ციანოზი (პერიორალური, აკროციანოზი, გენერალიზებული), კანის სიფერმკრთალე, სუნთქვის აქტში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა, გულმკერდის რიგიდულობა, ზოგჯერ ქაფი პირის ირგვლივ; აღინიშნება მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითება, ჰიპორეფლექსია, კუნთების ჰიპოტონია.
სუნთქვის დარღვევების ადრეული გამოვლენისა და მისი სიმძიმის შესაფასებლად ახალშობილებში გამოიყენება სილვერმანის შკალა; შეფასება ხდება დინამიკაში ყოველ 6 საათში, 2-3 დღის განმავლობაში.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად მატულობს სუნთქვის დარღვევები და ნერვული სისტემის დათრგუნვის სიმპტომები, ძლიერდება ციანოზი, ჩნდება აპნოე, პარადოქსული სუნთქვა, გაფანტული კრეპიტაცია. ხშირად ვლიდება ადგილობირივი და გენერალიზებული შეშუპებები; ქაფიანი, ზოგჯერ კი სისხლიანი გამონადენი პირიდან. ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, აღინიშნება ტაქიკარდია, გულის ტონების მოყრუება, მატულობს ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ნიშნები, ვითარდება კარდიო – და ჰეპატომეგალია.
დიაგნოზი
ემყარება კლინიკური სურათის მონაცემებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პნევმონიასთან, ფილტვებისა და გულის განვითარების მანკებთან, ქალაშიდა სამშობიარო ტრავმასთან, დიაფრაგმის თიაქართან.
მკურნალობა
უპირველეს ყოვლისა ეს არის ბავშვის გაცივების თავიდან აცილება.
კარგ შედეგებს იძლევა აციდოზის საწინააღმდეგო თერაპია; ფართოდ გამოიყენება ვიტამინები, საგულე საშუალებები და სხვ.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოვლას; მძიმე მიმდინარეობის დროს, როდესაც დარღვეულია ყლაპვის კოორდინაცია, წოვა და სუნთქვა, ინიშნება კვება ზონდით.
პროგნოზი შეშუპებით-ჰემორაგიული სინდრომისა და ჰიალინური მემბრანების დროს მძიმეა, დანარჩენ შემთხვევებში – კეთილსაიმედო. პედიატრიული დაავადებები
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.