პროსტატიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

პროსტატიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე”
პროსტატიტის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
სპეციალური ბალიშები პროსტატიტის დროს
ჩაი პროსტატიტის დროს

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 

პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთება. ვითარდება ნებისმიერ ასაკში, აქვს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა.
დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, პაციენტები გვიან მიმართავენ ექიმს, როცა დაავადება უკვე შორს წასულია და მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს აღარ ემორჩილება. საშიშროება მდგომარეობს პროსტატის კიბოს, ან უნაყოფობის განვითარების ალბათობაში.
დროული დიაგნოსტირების დროს მკურნალობა 2 კვირამდე გრძელდება, რის შემდეგაც საკმარისია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და პერიოდული საკონტროლო კვლევები.

წინამდებარე ჯირკვალში ანთებითი პროცესის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის ჩხირი, მიკოპლაზმა, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ტრიქომონადები და სხვ. მიკროორგანიზმები. პროსტატის განვითარების რისკი მატულობს შემდეგი ფაქტორების გამო:

  1. შარდსასქესო სისტემის ნებისმიერი ანთებითი დაავადებები – ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი
  2. ყაბზობა
  3. ინფექციები – ანგინის მძიმე ფორმები, პნევმონია, გრიპი
  4. ხშირი გაცივებები, ან პირიქით – გადახურებები
  5. არარეგულარული სქესობრივი კავშირები, ჰიპოდინამია
  6. დასუსტებული იმუნიტეტი
  7. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი
  8. შარდვის ხშირი შეკავებები
  9. მცირე მენჯის მიდამოს ტრავმები

პროსტატიტის მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორია იმუნიტეტის ზოგადი დასუსტება.

წარმოშობის მიზეზის მიხედვით, განასხვავებენ პროსტატიტის შემდეგ ტიპებს:

  1. ბაქტერიული პროსტატიტი – ვითარდება წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ინფექციის შეღწევის ფონზე
  2. შეგუბებითი პროსტატიტი – გამოწვეულია ჰიპოდინამიით, რეგულარული სქესობრივი კავშირის არარსებობით და მცირე მენჯის მიდამოში ტრავმებით
  3. კალკულოზური პროსტატიტი – ვითარდება დაავადების ქრონიკული ფორმის დროს, როცა მკურნალობა არაკმარისად, ან საერთოდ არაა ჩატარებული.

ფორმის მიზედვით პროსტატიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ფორმის დიაგნოსტიკა იშვიათია. მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ქრონიკული პროსტატიტი ხასიათდება ,,დუნე“ კლინიკური მიმდინარეობით, პერიოდული რემისიებით, სპეციფიკური სიმპტომების არარსებობით და სერიოზულ პრობლემებში სწრაფი ტრანსფორმაციით; კერძოდ – ხდება ჯანმრთელი უჯრედების გარდაქმნა ავთვისებიანში, წყდება ჯირკვლის სეკრეტის გამომუშავება, ქვეითდება სპერმატოზოიდების შემცველობა სეკრეტში.

სიმპტომები, დიაგნოსტიკა

პროსტატიტიდაავადების სიმპტომებს განსაზღვრავს წინამდებარე ჯირკვალში განვითარებული პროსტატიტის ტიპი:

  1. ბაქტერიული პროსტატიტის დროს აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, შარდში სისხლის ან ჩირქის არსებობა, შარდვის პრობლემები (წვრილი და სუსტი ნაკადი, წვეთებად შარდვა)
  2. კალკულოზური პროსტატიტის დროს ვლინდება სუსტი ერექცია, ან მისი სრული არარსებობა, სისხლი შარდში; ამგვარი სიმპტომები ხშირია 50 წლისა და ზემოთ ასაკში
  3. შეგუბებითი პროსტატიტის დროს პაციენტს აწუხებს დისკომფორტი შორისისა და სათესლეების მიდამოში, აღნიშნავს სუსტი ერექციას, ან მის სრული არარსეობას, აქვს შარდვის დარღვევები

ქრონიკული პროსტატიტი გამოირჩევა შედარებით ბუნდოვანი კლინიკით; სიმპტომები არამკაფიო და პერიოდულია. თუკი მამაკაცს 2 – 3 თვის მანძილზე აწუხებს ტკივილები შორისში და სათესლეებში, აქვს მაღალი ტემპერატურა, სქესობრივი ლტოლვა დაქვეითებულია,  – მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

საყურადღებოა შემდეგი ნიუანსები:

  1. პროსტატიტის სიმპტომები 50 წლის მამაკაცებში, ეს არის – დასუსტებული ერექცია, სიმძიმის გრძნობა შორისში; ტკივილი შეიძლება არ აღინიშნებოდეს
  2. 30 წლის ასაკში სიმპტომები ყოველთვის ვლინდება მწვავედ და პირველი ნიშანია შარდვის დარღვევა;
  3. 60 წლის და ზემოთ ასაკში სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ აღინიშნებიდეს – ასეთ დროს პროსტატიტს ხშირად აქვს ქრონიკული ხასიათი, ზოგჯერ ადგილი აქვს ერექციის არარსებობასაც.

პროსტატიტის ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში – ხშირად ასეთივე სიმპტომები აქვს შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებებსაც. სადიაგნოსტიკოდ ინიშნება:

  1. რექტალური კვლევა
  2. წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ლაბორატორიული კვლევა
  3. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა
  4. პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  5. კომპიუტერული ტომოგრაფია

მკურნალობა

პირველ რიგში საჭიროა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქება. ტკივილის დროს ნიშნავენ ტკივილგამაყუჩებლებს. მკურნალობას განსაზღვრავს ექიმი-უროლოგი, ან ანდროლოგი. მკურნალობა კომპლექსურია და საჭიროა ექიმის რეკომენდაციების დაცვა. რეკომენდებულია:

  1. სითხის მიღება დღე-ღამეში დაახლოებით 2 ლიტრამდე
  2. წოლითი რეჟიმი და ფიზიკური დატვირთვის გამორიცხვა
  3. რაციონიდან ცხარე, მჟავე, ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის გამორიცხვა

როგორც კი დაავადების სიმპტომები შესუსტდება, საჭიროა სქესობრივი აქტივობის აღდგენა.

თუკი მედკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია და პროსტატიტი მიმდინარეობს ქრონიკულად, ხშირი რეციდივებით, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ოპერაცია ორი სახისაა:

  1. ტრანსურეთრალური – პროსტატის დაზიანებული ქსოვილის მოცილება
  2. პროსტატექტომია – პროსტატის ამოკვეთა

ახალგაზრდა ასაკში ოპერაცია არ კეთდება და მკურნალობა თერაპიული მეთოდებით ტარდება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე და სტადიაზე. სრული განკურნება შესაძლებელია ექიმთან დროული მიმართვიანობის შემთხვევაში.


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,

Web: ქრ. პროსტატიტი