თვალის დამწვრობა

თვალის დამწვრობა – წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით.

თვალის დამწვრობა – სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა და რქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება ქუთუთოების და კონიუქტივის ჰიპერემია, რქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და რქოვანას ზედაპირული შემღვრევა. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს (მძიმე დამწვრობა) – ქუთუთოების ღრმა ნეკროზი და რქოვანას ღრმა შემღვრევა, რომელიც მოგვაგონებს ,,მქრქალ მინას. მეოთხე ხარისხის დამწვრობა (ძალიან მძიმე დამწვორბა) გამოირჩევა კანის, კონიუნქტივის და სკლერის გავრცელებული ნეკროზით და რქოვანას ძალიან ღრმა შემღვრევით, რომელიც მოგვაგონებს ,,ფაიფურის ფირფიტას. ნეკროზული უბნების მოცილების შემდეგ შიშვლდება წყლულოვანი ზედაპირი, რომელიც ხორცდება ნაწიბურების წარმოქმნით, რაც ამოკლებს ლორწოვან გარსს. რქოვანაში რჩება სხვადასხვა ინტენსივობის შემღვრევები. მძიმე დამწვრობის დროს წარმოიქმნება შეხორცებები სკლერის კონიუქტივასა და ქუთუთოების კონიუნქტივას შორის (სიმბლეფარონი). დამწვრობა შეიძლება გართულდეს ირიტით, ირიდოციკლიტით, მეორადი გლაუკომით, ხოლო ინიფიცირების დროს – ენდოფტალმიტით.

თვალის დამწვრობა – მკურნალობა. თვალის ქიმიური დამწვრობის დროს პირველი დახმარება ითვალისწინებს კონიუნქტივის პარკის კარგად გამორეცხვას წყლით ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით. თუკი არის შესაძლებლობა, ტუტეებით დამწვრობის დროს უმჯობესია დაზიანებული თვალის გამორეცხვა 2-4%-იანი ბორმჟავას ხსნარით ან 0,1%-იანი ძმარმჟავათი. კონიუნქტივის პარკში დარჩენილი ქიმიური ნივთიერების ნაწილებს დიკაინის 0,25-0,5%-იანი ხსნარით ანესთეზიის შემდეგ იღებენ სველი ტამპონის, პინცეტის ან ნემსის დახმარებით. ქიმიური ნივთიერებიდან გათავისუფლების შემდეგ კონიუნქტივის პარკში შეჰყავთ დეზინფექციური ხსნარები და მაზები. მათ იყენებენ თვალის თერმული დამწვრობის დროსაც. შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი. შემდგომში მკურნალობა ტარდება სტაციონარში.

თვალის დამწვრობა – პროგნოზი პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობები არაიშვიათად იწვევენ ქუთუთოების ნაპირების ცვლილებებს, მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას.

თვალის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თვალის დამწვრობა – მიმდინარეობს მისი მთლიანობის დარღვევით. სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დარტყმის ძალაზე, დამჭრელი საგნის ფორმაზე და სიდიდეზე. ზოგადი სიმპტომები – ჭრა და ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი. მცირე ძალით დარტყმის დროს ჭრილობა ვერ აღწევს თვალის კაკლის მთელ კედელში (გაუმჭოლი ჭრილობა). კონიუნქტივის დაზიანება მიმდინარეობს ქემოზით და სისხლჩაქცევით ჭრილობის ირგვლივ. რქოვანას მთლიანობის დარღვევის დროს ადგილი აქვს თვალის კაკლის შერეულ ინიექციას, ხოლო დაზიანების ადგილზე რქოვანა მქრქალია. ზოგჯერ პროცესში ერთვება ფერადი გარსი; კონიუნქტივისა და რქოვანას ზედაპირზე ან მათ ქსოვილებში ზოგჯერ რჩება უცხო სხეული. თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ლოკალიზაციის ჭრილობები. შესაძლებლია სისხლჩაქცევა წინა კამერაში, მინისებრ სხეულში, ბროლის შემღვრევა. მისი კაფსულის დაზიანების დროს ბროლის შემღვრეული მასები გამოდიან წინა კამერაში. თვალი რბილია, მხედველობა მკვეთრად დაქვეითებულია. შესაძლებელია თვალის კაკლის მთლიანად დაშლა. გამჭოლი ჭრილობა შესაძლებელია გართულდეს ჩირქოვანი ინფექციით, ენდოფათალმიტით, ტრავმული ირიდოციკლიტით, მეორე თვალის დაავადებით. თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევა თვალში უცხო სხეულის არსებობის დასადგენად.