რაბდომიოსარკომა ბავშვებში

რაბდომიოსარკომა ბავშვებში

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რაბდომიოსარკომა – წარმოადგენს ბავშვებში რბილი ქსოვილების სარკომის ყველაზე ხშირ ფორმას. განასხვავებენ 3 ჰისტოლოგიურ ვარიანტს: ემბრიონული, ალვეოლური და პოლიმორფული. ხშირია 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ლოკალიზაციის შემდეგი თანამიმდევრობით: თავი და კისერი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი და საშო. ჭაბუკობის ასაკში ამგვარი ავთვისებიანი სიმსივნეები ვითარდება კიდურებზე, სათესლეებში და პარატესტიკულურ ქსოვილში. მცირე ზომის სიმსივნეების დროს ტარდება მათი ქირურგიულ ამოკვეთა. რაბდოსარკომები, განსაკუთრებით ემბრიონული, მიეკუთვნება რადიომგრძნობიარე სიმსივნეებს, ამიტომ, სხივური თერაპია კომბინირებული მკურნალობის მნიშვნელოვან კომპონენტია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები