რბილი ქსოვილების სარკომა

რბილი ქსოვილების სარკომა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რბილი ქსოვილების სარკომა – განვითარების წყაროს მიხედვით განასხვავებენ: ფიბროსარკომას, მეზენქიომას, ლიპოსარკომას, ჰისტიოციტომას, ლეიომიოსარკომას, რაბდოსარკომას, სინოვიურ სარკომას, ანგიოსარკომას, ლიმფანგიოსარკომას, ჰემანგიოპერიციტომას, ავთვისებიან შვანომასა და ნევრინომას. სიმსივნე შესაძლებელია მდებარეობდეს კიდურების, ტანის, პერიტონეუმისგარეთა და სხეულის სხვა მიდამოს რბილ ქსოვილებში. რბილი ქსოვილების სარკომები შეადგენენ 1%-ს ყველა ავთვისებიანი სიმსივნისა. ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვანია პროგნოზისათვის. რბილი ქსოვილების სიმსივნის აღმოჩენისას საჭირო არ არის დინამიური დაკვირვების მეთოდის გამოყენება. დიაგნოსტირებისას  შეცდომები ხშირია, დიაგნოზის დადგენის ვადა ხშირად გრძელდება 6-12 თვემდე. აუცილებელია სიმსივნის ბიოფსია ან ამოკვეთა.

რბილი ქსოვილების სარკომას მიდრეკილება აქვთ რეციდივისაკენ ოპერაციის შემდეგ, განსაკუთრებით როდესაც სიმსივნე ნაკლებდიფერენცირებული და ზომით 5 სმ-ზე მეტია. რეგიონალური მეტასტაზები ვლინდება ფილტვებში, იშვიათად სხვა ორგანოებში. რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები დიაგნოსტირდება ავადმყოფთა მხოლოდ 5-20%-ში. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კეთილთვისებიან სიმსივნეებთან, რომლებიც გაცილებით ხშირია, ვიდრე ავთვისებიანი. დიაგნოზი ემყარება მორფოლოგიური გამოკვლევების მონაცემებს (ფიბრომა, ლიპომა, ლეიომიომა, რაბდომიომა და სხვ.).

რბილი ქსოვილების სარკომა –  – მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. მნიშვნელოვანია მიმდებარე ქსოვილების ფართო ამოკვეთა. სიმსივნის რეციდივის რისკის შესამცირებლად ოპერაციის შემდეგ იყენებენ სხოვურ თერაპიას; განსაკუთრებით მგრძნობირეა ემბრიონული  რაბდომიოსარკომები. ქიმიოთერაპიას სხივურ თერაპიასთან, ან მის გარეშე მიმართავენ არაოპერაბელური სიმსივნისა და მეტასტაზების დროს. ფილტვებში ერთეული მეტასტაზების დროს შესაძლებელია მათი ოპერაციული ამოკვეთა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები