ტრაქომა

ტრაქომა

ტრაქომა (trachoma) – კონიუნქტივის ქრონიკული ინფექციური დაავადება.

ტრაქომა – ეტიოლოგია, პათოგენეზი: ფსიტაკოზის ატიპიური ვირუსი; დასნებოვნება ხდება დაავადებული კონიუნქტივიდან ჯანმრთელზე გამონაყოფის გადატანით ხელებით ან დაბინძურებული საგნებით.

ტრაქომა – სიმპტომები. დაავადება ორმხრივია, ჩვეულებრივ იწყება შეუმჩნევლად, იშვიათად მწვავედ. პირველი სტადიისათვის დამახასიათებელია კონიუნქტივის ზოგადი ინფილტრაცია, მასში და, განსაკუთრებით გარდამავალი ნაოჭის მიდამოში მრავლობითი ფოლიკულების და დვრილისებური წანაზარდების წარმოქმნით. მეორე სტადიაში ხდება ფოლიკულების გადაგვარება და ფოლიკულების დაშლა, კონიუნქტივაში ნაწიბურების წარმოქმნა.
მესამე სტადიაში აღინიშნება კონიუნქტივის გავრცელებული დანაწიბურება, ინფილტრაციებისა და ფოლიკულების შენარჩუნებით, მეოთხე სტადიაში – კონიუნქტივის დანაწიბურება. კონიუნქტივის დაზიანებასთან ერთად წარმოიქმნება პანუსი: ზედა ლიმბთ ან წარმოიქმნება წერტილოვანი  ინფილტრატები, რომლებიც ერთდებიან და  წარმოქმნიან ქვევით გადანაცვლებად  შემღვრევას. კონიუნქტივის ინტენსიური  დანაწიბურება და ქუთუთოების ხრტილების  ცვლილებები იწვევს  კონიუნქტივის ღრუს შევიწროვებას,  ქუთუთოების გადატრიალებას, წამწამების  არასწორად ზრდას – ტრიქიაზს, თვალის გამოშრობას – ქსეროფთალმს. ტრაქომის ნიშნები, რომელიც მას გამოარჩევს კონიუნქტივის სხვა ფოლიკულური დაზიანებებისაგან: ზედა გარდამავალი ნაოჭის დაზიანება, კონიუნქტივის გამოხატული ინფილტრაცია, პანუსის არსებობა, რეგიონალური ადენოპათიის არარსებობა.

ტრაქომა – მკურნალობა. ანტიბიოტიკები, ვიტმინოთერაპია, დეჰელმინთიზაცია, ალერგიული გამოვლინებების მოხსნა. გართულებების დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

ტრაქომა – პროგნოზი. ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების დროული და სისტემატური მიღებისას შესაძლებელია გამოჯანმრთელება და გართულებების თავიდან აცილება.

თვალის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook