leontiasis ossea

leontiasis ossea – 1. (ბერძ. leon ლომი; osseus ძვლოვანი) ქალას ზოგიერთი ძვლის ზომების ნელი პროგრესირებადი ზრდა. ტერმინი მოგვაწოდა ვიხროვმა. leontiasis ossea  წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებას, რომლებიც იწვევენ სახის და ქალის ტიპიურ დეფორმაციას. ამ ტიპის დეფორმაციები შესაძლოა წარმოიქმნან განვითარების ანომალიის, საცრემლე და ცხვირის გასავლების ინფექციური დაზიანებების, პეჯეტის დაავადების, პარათირეოიდული ოსტეოდისტროფიის, ნეიროფიბრომატოზის, ძვლების სიმსივნეების დროს. ახალგაზრდებში იგი წარმოიქმნება ფიბროზული დისპლაზიის, ხოლო შედარებით მოზრდილ ასაკში – პეჯეტის დაავადების დროს. 2. leontiasis ossea – (ლათ. osseus ძვლოვანი; სინ.: ქალას ჰიპეროსტოზი, კრანიოსკლეროზი) თავის ქალას ზოგიერთი ძვლის (ხშირად სახის) ზომების ნელი, პროგრესირებადი და თანაბარი ზრდა; აღინიშნება მაგ. პეჯეტის დაავადების, პარათირეოიდული ოსტეოდისტროფიის, ნეიროფიბრომატოზის, ძვლის სხვადასხვა სახის სიმსივნეების დროს.(2)