linea fusca

linea fusca – (ლათ. Linea ხაზი; fuscus მუქი) დისქრომიის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება შუბლის კანის რკალისებრი ჰიპერპიგმენტაციით. ივარაუდება მისი გენეტიკური კავშირი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებთან, ასევე ენდოკრინოპათოლოგიებთან. პათოჰისტოლოგიურად აღინიშნება მელანინის რაოდენობის გაზრდა ეპიდერმისის ბაზალურ შრეში. დაავადება ხშირია ქალებში და ხასიათდება შუბლზე რკალისებრი მოყავისფერო ზოლის არსებობით, ან ცალკეული ჰიპერპიგმენტური ლაქების არსებობით, რომლებიც უერთდებიან ერთმანეთს. იშვიათ შემთხვევებში პროცესი ვრცელდება ლოყებზე, კისერზე, საუღლე ფოსოში და გულმკერდის ზედა ნაწილში.

Share this...Share on Facebook
Facebook