იმპლანტაცია – (implantatio – nidatio ლათ. planto, plantare – დარგვა სინ.nidatio – ნიდაცია – ბუდე) 1. ახალ ადგილას უჯრედთა, ქსოვილთა ან ორგანოების გადატანა, გადანერგვა შემდგომი მიხორცებით. იმპლანტაცია გამოხატავს ორგანიზმში ქსოვილთა კულტივირებას, რომლის მეთოდი შეიმუშავა თ.მ.ლაზარენკომ; 2. ემბრიოლოგიაში ჩანასახის ჩამყნობა ქორიონის ხაოების მეშვეობით. საშვილოსნოს ლორწოვან გარსში ადამიანის იმპლანტაცია მიმდინარეობს 6 – 7 დღეს კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) – 1. ჩანასახის ჩანერგვა დედის ორგანიზმის ქსოვილში, რომელიც ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას ხორციელდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსში კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან 6 – 7 დღის შემდეგ. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შესაძლებელია იმპლანტირდეს საშვილოსნოს გარეთ, მაგ. საშვილოსნოს მილში; 2. ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ქსოვილში სხვადასხვა იმპლანტანტების ჩანერგვა.(2)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი