ადენოზინფოსფორის მჟავები

ლალი დათეშიძე

ადენოზინფოსფორის მჟავები – ნუკლეოტიდები (იხ.), ადენოზინის მონო – , და დი – , და ტრიფოსფორის ეთერები, რომელთა შედგენილობაში შედის ადენინი (იხ.), ნახშირწყალი რიბოზა (იხ.) და ფოსფორმჟავას ერთი (ამფ), ორი (ადფ) ან სამი (ატფ) ნაშთი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველი უჯრედის ენერგიისა და ნივთიერებათა ცვლაში. ადფ – სა და ატფ – ში ქიმ. ენერგიის დიდი მარაგია, რის გამოც მათ მაკროერგულ ნაერთებს (იხ.) უწოდებენ. ფოსფორმჟავას ნაშთის დაკარგვისას თავისუფლდება ენერგია, რომელიც ხმარდება უჯრედში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების შესრულებას, უპირველეს ყოვლისა – ცილების ბიოსინთეზს (იხ.ბიოენერგეტიკა). ადენოზინტრიფოსფორის მჟავა (ამფ. ადენილის მჟავა) შეიცავს ფოსფორმჟავას ერთ ნაშთს. მოლ. მ. 347,23 ამფ – ს გარდა ატფ იმ კოფერმენტების (ნიკოტინ – ადენილდინუკლეოტიდი ნადდა ფლავინ – ადენილდინუკლეოტიდი ფად) კომპონენტია, რომლებიც მონაწილეობენ ჟანგვა – აღდგენითს რეაქციებში. გარდა ამისა, ამფ კოენზიმ A – ს შემადგენელი ნაწილია. ადენოზინდიფოსფორის მჟავა (ადფ) შეიცავს ფოსფორმჟავას ორ ნაშთს. მოლ. მ. 427,22.მიიღება ატფ – დან ფოსფორმჟავას ერთი ნაშთის დაკარგვისას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგვით ფოსფორილირებასა და ენერგეტიკულ ცვლაში. ადენოზინტრიფოსფორის მჟავა (ატფ) შეიცავს ფოსფორმჟავას ერთ ან ორ მოლეკულას; წარმოიქმნება ადენოზინდიფოსფორის – ადფ ან ადენოზინმონოფოსფორის – ამფ მჟავები და თავისუფლდება ენერგიის დიდი რაოდენობა. ეს ენერგია გამოიყენება კუნთის შეკუმშვის, ჯირკვლების სეკრეციის, ცილებისა და სხვა ნაერთების ბიოსინთეზისათვის. ატფ უჯრედის ფუნქციური მოქმედებისათვის საჭირო ენერგიის მთავარი წყაროა. უჯრედი მას დიდი რაოდენობით მოითხოვს. ამიტომ განუწყვეტლივ ხდება მისი ხელახალი სინთეზი, ძირითადად ნახშირწყლების დაშლის დროს მიღებული ენერგიის ხარჯზე. ამით აიხსნება ის, რომ უჯრედში ატფ – ის რაოდენობა არ იცვლება. ჟანგვითი ფოსფორილირება – ქიმიური ენერგიის გამოყენება ატფ – ის სინთეზისათვის – მიმდინარეობს მიტოქონდრიებში (იხ.). ა. მ. – ის შესწავლის ერთ – ერთ უკანასკნელ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ციკლური ადენილის მჟავას აღმოჩენა, რომელიც მიიღება ატფ – ზე ფერმენტ ციკლაზას კატალიზური მოქმედებით. ციკლური ადენილის მჟავა ააქტივებს იმ ფერმენტების მოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ უჯრედის ენერგეტიკულ ცვლაში. ატფ – ის დინატრიუმისა და მონოკალციუმის მარილების ხსნარს იყენებენ კუნთების დისტროფიის, გულისა და პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის სამკურნალოდ. ახლად გადატანილი გულის კუნთის ინფარქტისა და ფილტვების ანთებითი ხასიათის დაავადებათა დროს მისი გამოყენება არ შეიძლება. [“1”]

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილებთ!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები