ანტიპერისტალტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანტიპერისტალტიკა – (ანტი… და პერისტალტიკა), უკუპერისტალტიკა, ადამიანისა და ცხოველის ღრუ – მილოვანი ორგანოების (კუჭი, ნაწლავები, შარდსაწვეთი) კედლის ტალღისებრი შეკუმშვა ჩვეულებრივი მიმართულების საწინააღმდეგოდ. როდესაც საჭმლის მონელების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ანტიპერისტალტიკა მსხვილ ნაწლავებში ფიზიოლოგიური მოვლენაა და ხელს უწყობს შიგთავსის შეჩერებას, მის უკეთ შერევას. წვრილ ნაწლავებსა და კუჭში კი ანტიპერისტალტიკა თითქმის ყოველთვის პათოლოგიური მდგომაეობის (კუჭისა და ნაწლავების სპაზმის ან სტენოზის) დროს აღინიშნება. ატიპერისტალტიკა პირღებინების ერთ – ერთი კომპონენტია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.
სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა