Tag Archives: უკეთ

გალაქტოზა

გალაქტოზა – მონოსაქარიდი (ჰექსოზა); შედის ლაქტოზის შემადგენლობაში, მცენარეულ და ცხოველურ პოლისაქარიდებში. ცხოველურ ქსოვილებში თავისუფალი გალაქტოზა გარდაიქმნება უკეთ ასათვისებელ გლუკოზად. (1) გალაქტოზა (galactose) – ექვსნახშირბადიანი მონოსაქარიდი; D-გალაქტოზა შედის ლაქტოზის, ზოგიერთი პოლისაქარიდის, მუკოპროტეიდების და სხვა ნაერთების შემადგენლობაში. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ანტიპერისტალტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტიპერისტალტიკა – (ანტი… და პერისტალტიკა), უკუპერისტალტიკა, ადამიანისა და ცხოველის ღრუ – მილოვანი ორგანოების (კუჭი, ნაწლავები, შარდსაწვეთი) კედლის ტალღისებრი შეკუმშვა ჩვეულებრივი მიმართულების საწინააღმდეგოდ. როდესაც საჭმლის მონელების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ანტიპერისტალტიკა მსხვილ ნაწლავებში ფიზიოლოგიური მოვლენაა და ხელს უწყობს შიგთავსის შეჩერებას, მის უკეთ შერევას. წვრილ ნაწლავებსა და კუჭში კი ანტიპერისტალტიკა

Read More