აქსიომატური მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აქსიომატური მეთოდი – მეცნიერული თეორიის დედუქციური აგების ერთ – ერთი ხერხი, რომლის დროსაც 1) ხდება გარკვეული თეორიის დაუსაბუთებლად მიღებულ წინადადებათა (აქსიომათა) რაიმე სიმრავლის არჩევა; 2) აშკარად არ ხერხდება მათში შემავალი ცნებების განსაზღვრება მოცემული თეორიის ფარგლებში; 3) ფიქსირდება მოცემული თეორიის გამოყვანისა და განსაზღვრების წესები, რომლებიც თეორიაში ახალი ტერმინების (ცნებების) შემოტანისა და ერთი წინადადების მეორისაგან ლოგიკურად გამოყვანის საშუალებას იძლევა; 4) მოცემული თეორიის (თეორემის) ყველა დანარჩენი წინადადება გამოიყვანება (1) დან (3) ის საფუძველზე. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.
საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა