ბაზალიომა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბაზალიომა – (ბაზალურ – უჯრედოვანი ეპითელიომა) (კანისა და ვენ. დაავ.) კანის ავთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც გვხვდება 45 – 50 წელს გადაცილებულ პირებში. მის განვითარებას ხელს უწყობს ფიზიკური, ქიმიური და სხვა სახის (განმეორებითი ტრამვები, დამწვრობები, მათ შორის ქიმიური ნივთიერებებით, რადიაციული ზემოქმედება და სხ.) გარეშე აგენტებით ქრონიკული გაღიზიანება. სიმპტომები. უხშირესად ლოკალიზდება სახეზე, იშვიათად სხეულზე. აქვს ფოლაქის შესახედაობა, რომელიც თავდაპირველად შედგება დაჯგუფებული წვრილი კვანძებით, შემდეგ, ცენტრში შეიძლება განვითარდეს ეროზია და პატარა წყლულიც კი, რომელიც დაფარულია ადვილად მოცილებადი ქერცლოვანი ქერქებით; ბაზალიომისთვის, მისი ევოლუციის სტადიის დროსაც კი, ტიპიურ ნიშანს წარმოადგენს მის კიდეებზე შეხებით მკვრივი, მრგვალი ფორმის, მბრწყინავი კვანძების (,,მარგალიტები’’) არსებობა. შემდგომი განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე განასხვავებენ ბაზალიომის ნაწიბუროვან, სკლეროდერმისებურ და პიგმენტურ ტიპებს. პროცესი უხშირესად ატარებს ქრონიკულ ხასიათს, თუმცა შესაძლებელია მიიღოს აქტიური მიმდინარეობა; ამ უკანაკნელ შემთხვევაში (უფრო ავთვისებიანი) შესაძლებელია არა მარტო რბილი ქსოვილების, არამედ ძვლოვანი ქსოვილების (ღაწვის, შუბლის და სხ.) ღრმა დაშლა. ასეთ შემთხვევებში პროგნოზი საეჭვოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა