ბამბერგერ – მარის პერიოსტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბამბერგერ – მარის პერიოსტოზი – (Е. Bamberger, ავსტრიელი პათოლოგი და თერაპევტი; P. Marie, ფრან. ნევროლოგი) ლულოვანი ძვლების სისტემური დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათ დიაფიზებსა და მეტაფიზებზე პერიოსტული შრეების წარმოქმნით; შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული დაავადებების დროს (ხშირად ფილტვის და გულის), რომლებიც იწვევენ ჰიპოქსიას. ბამბერგერ – მარის პერიოსტოზი ანუ სინდრომი – მაოსიფიცირებელი გენერალიზებული ჰიპეროსტოზი. გენერალიზებული ოსტეოფიტოზი. პაქიპერიოსტიტი. პერიოსტიტი. გენერალიზებული ჰიპერპლასტიკური,სისტემური მაოსიფიცერელი პერიოსტოზი – ლულოვანი ძვლების სისტემური დაზიანება. ახასიათებს მათი დიაფიზებისა და მეტაფიზების ირგვლივ პერიოსტალური ნადებები. შეიძლება განვითარდეს ქრონიკულ დაავადებათა – (უფრო ხშირად ფილტვებისა და გულის) შედეგად, რომლებიც იწვევენ ჰიპოქსიას. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა