ბეწვიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბეწვიანი უჯრედები – cellulae ciliatae; cellula sensoriapilosa) – კორტის ორგანოს შემადგენლობაში შიგნითა და გარეთა მგრძნობიარე უჯრედები (cellulae sensoriepitheliales pilosae – epitheliocyti სენსორიი პილოსი). მათ ზედაპირზე მრავალრიცხოვანი სასმენი ბეწვებია, რომლე­ბიც მონაწილეობენ სმენით გაღიზიანებათა შეგრძნებაში. ბეწვიანი, ანუ სასმენი, უჯრედები მჭიდრო ფუნქციურ და ტოპოგრაფიულ ურ­თიერთობაშია სპირალური განგლიის ნერვულ უჯრედებთან აგრეთვე კორტის ორგანოს საყრდენ გლიურ უჯრედებთან (უჯრედი – სვეტები, დეიტერსის, ჰენზენის, კლაუდიუსის უჯრედები). თავისი წარმოშობით ბეწვიანი უჯრედები გლიური უჯრედებია და მეორადად მგრძნობიარე უჯრედებს მიეკუთვნება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა