განგლიონი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული. ნერვული უჯრედების ჯგუფებს შორის განლაგებულია უფრო სქელი შემაერთებელქსოვილოვანი ფენები, რომლებითაც იქმნება შემაერთებელქსოვილოვანი საფუძველი ანუ სტრომა. გარედან განგლიონი დაფარულია ფიბროზული კაფსულით, საიდანაც სტრომის გავლით სისხლძარღვები ჩადის. უხერხემლო ცხოველებისათვის განგლიონები საკოორდინაციო ცენტრებია და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას ასრულებენ. მათი ურთიერთკავშირი ქმნის ერთიან სისტემას, რომლის განლაგება უხერხემლოებში სხეულის აღნაგობის გეგმას შეესაბამება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook