Tag Archives: ფენ

ჩანასახოვანი ფურცლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩანასახოვანი ფურცლები – (strata germinalia)  ჩანასახის სხეულის ფენები, რომელიც წარმოიქმნება გასტრულაციის პროცესში. ორგანიზმთა უმრავლესობას აქვს 3 ჩანასახოვანი ფურცელი: გარეთა   –  ექტოდერმა, შიგნითა  –  ენტოდერმა, შუა  –  მეზოდერმა. თითოეული ჩანასახოვანი ფურცელი საწყისია გარკვეული ჯგუფის ქსოვილების და ორგანოების. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

განგლიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განგლიონი – (ბერძნ. ganglion – კვანძი), ნერვული უჯრედების (ნეირონების), ნერვული ბოჭკოების და მათი თანმხლები ქსოვილების ანატომიურად გამოცალკევებული გროვა. აქვს მრავალ უხერხემლოს, ყველა ხერხემლიანს და ადამიანს. ტოპოგრაფიულად განარჩევენ მალთაშუა, მალებთანა და მალისწინა განგლიონებს. თითოეულ განგლიონში ნეირონების სხეულებს გარს ერტყმის უჯრედ სატელიტების ფენა, რომლის გარეთ თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულაა განვითარებული.

Read More