გარეგანი სეკრეცია

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გარეგანისეკრეცია – სისხლდენა დაზიანებული სისხლძარღვიდან მექანიკური ტრავმის, ან სისხლძარღვის კედლის განვლადობის დარღვევის შედეგად. სისხლდენა შეიძლება იყოს არტერიული, ვენური ან კაპილარული. კაპილარულ სისხლდენას პარენქიმული ორგანოებიდან უწოდებენ პარენქიმატოზულს. სისხლდენის დროს საშიშია არა იმდენად ერითროციტების დაკარგვა, რამდენადაც ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და ჰემოდინამიკური დარღვევები. ალისფერი სისხლის ფანტანისებრი, პულსირებადი ნაკადი წარმოადგენს არტერიული სისხლდენის ნიშანს. სხეულის ზედა ნახევრის მსხვილი ვენებიდან სისხლდენის დროს სისხლი შესაძლებელია გამოედინებოდეს წყვეტილი ნაკადით, მაგრამ სინქრონულად სუნთქვასთან და არა პულსთან. არტერიული სისხლდენის დროს სისხლძარღვის გადაკვანძვა დაზიანის ადგილიდან პროქსიმალურად აჩერებს სისხლდენას, ხოლო ვენური სისხლდენის დროს – აძლიერებს მას. კაპილარული სისხლდენის დროს სისხლი მოდის თანაბრად, ჭრილობის მთლიანი ზედაპირიდან. გარეგანი სისხლდენის სიმძიმეს აფასებენ სისხლდენის ხასიათის (არტერიული, ვენური, კაპილარული), სისხლმდენი სისხლძარღვის სანათურის, სისხლის დაღვრის სიჩქარის მიხედვით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook