Tag Archives: სისხლდ

შიხენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიხენის სინდრომი – ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზული უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობისას არაკომპენსირებული მასიური სისხლდენისა და კოლაფსის შედეგად. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის  ანგიოსპაზმს, ჰიპოქსიასა და ნეკროზს; ვლინდება ლაქტაციის არარსებობით, ამენორეით, სასქესო ორგანოების ატროფიით, საერთო გამოფიტვით, დეპრესიით, ასთენიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More