შიხენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შიხენის სინდრომი – ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზული უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობისას არაკომპენსირებული მასიური სისხლდენისა და კოლაფსის შედეგად. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის  ანგიოსპაზმს, ჰიპოქსიასა და ნეკროზს; ვლინდება ლაქტაციის არარსებობით, ამენორეით, სასქესო ორგანოების ატროფიით, საერთო გამოფიტვით, დეპრესიით, ასთენიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა