Tag Archives: ასთენიით

შიხენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიხენის სინდრომი – ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზული უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობისას არაკომპენსირებული მასიური სისხლდენისა და კოლაფსის შედეგად. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის  ანგიოსპაზმს, ჰიპოქსიასა და ნეკროზს; ვლინდება ლაქტაციის არარსებობით, ამენორეით, სასქესო ორგანოების ატროფიით, საერთო გამოფიტვით, დეპრესიით, ასთენიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

სიმონდსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმონდსის სინდრომი – ენდოკრინული დაავადება: ჰიპოფიზის წინა წილის უკმარისობა სასქესო ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერების მეორადი დისფუნქციით; წარმოადგენს ჰიპოპიტუიტარიზმის ყველაზე ცნობილ კლინიკურ ფორმას. შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა – ტვინის ტრავმით, მისი სისხლძარღვოვანი დაზიანებით, სიმსივნით, ან ჰიპოფიზის დასხივებით. კლინიკურად ვლინდება პროგრესირებადი გამოფიტვით, ასთენიით, არტერიული ჰიპოტენზიით, ჰიპოგლიკემიით,

Read More