გარსებქვეშა სისხლჩაქცევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გარსებქვეშა სისხლჩაქცევა – სისხლის დაგროვება თავისა და ზურგის ტვინის მაგარი ან ქსლისებრი გარსებს ქვეშ სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის შედეგად; წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის ერთ – ერთ ფორმას. ეტიოლოგიური ფაქტორის, სისხლდენის წყაროს ლოკალიზაციისა და სისხლჩაქცევის ადგილის მიხედვით განასხვავებენ ტრავმულ და არატრავმულ, ცერებრულ და სპინურ, კონვექსიტალურ და ბაზალურ, გავრცელებულ და შემოსაზღვრულ, ერთეულ და მრავლობით გარსებქვეშა სისხლჩაქცევებს. მას მიაკუთვნებენ აგრეთვე ეპიდურულ, სუბდურულ, და სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა