გასტრულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გასტრულაცია – (gastrulatio ბერძნ.gaster – კუჭი) ემბრიოგენეზის პერიოდია, რომელიც დაყოფის მომდევნოა და რომლის დროსაც ბლას­ტულიდან წარმოიქმნება გასტრულა. მიმდინარეობს ჩანასახის განვითა­რების მეორე, მესამე კვირას გასტრულის – (gastrulata) წარმოქმნით. ნაწ­ლავღრუიანებსა და ღრუბელებში იგი ორშრიანია, ხოლო მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ ორგანიზმებში სამი ჩანასახოვანი ფურცლის – ექტოდერმის, მეზოდერმისა და ენდოდერმისაგან შედგება. მოგვიანებით მათში ვლინდება ემბრიონული ნერგები, რომლებიც ორგანოთა და ქსოვილთა წარმოქმნის წყაროა. არაერთდროული ზრდისა და გადაად­გილების გამო ნერგები კანონზომიერად განლაგდება და ქმნის ღერძულ კომპლექსს. ამავე დროს, მიმდინარეობს ნერგების მასალის დეტერმი­ნაცია. ხერხემლიანთა სხვადასხვა წარმომადგენელში გასტრულაციის მექანიზმს ახასიათებს თავისებურებანი – (იხ.ინვაგინაცია, ეპიბოლია, დელამინაცია, იმიგრაცია). ა.გ.კნორეს მიხედვით, ყველა მრავალუჯრე­დიანი ორგანიზმის გასტრულაციის დამახასიათებელი თავისებურებაა ორი პირველადი ჩანასახოვანი ფურცლის – (ექტოდერმის, ენდოდერმის) წარმოქმნა. უმაღლეს ხერხემლიანებში კი გასტრულაციის პროცესში წარმოიქმნება გასტრულა, რომელიც შედგება ექტოდერმის, მეზო­დერ­მისა და ენდოდერმისაგან. ადამიანში გასტრულაცია მიმდინარეობს ორ ფაზად: პირველ ფაზაში – (მე – 7 – დან მე – 13 – 14 დღე – ღამემდე) წარმოიქ­მნება ორშრიანი გასტრულა. გასტრულაციის მეორე ფაზას მე – 14 – 15 – დან მე – 18 დღე – ღამემდე) ახასიათებს სამშრიანი ჩანასახისა და ნერგების ღერ­ძული კომპლექსის ჩამოყალიბება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა