Tag Archives: კვირას

ჩამავალი მზის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩამავალი მზის სინდრომი – თვალის კაკლების რეფლექტორული განზიდვა ქვევით, რის შედეგადაც თვალის ნაპრალიდან ჩანს მხოლოდ სკლერა და ფერადი გარსის მხოლოდ უმნიშვნელო სეგმენტი. აღინიშნება ქალაშიდა ჰიპერტენზიის, იშვიათად   –   ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. ადრეული ასაკის ბავშვებში განიხილება როგორც ნორმალური ფენომენი (განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ 4 კვირას). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

საკბილე ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკბილე ფირფიტა – (lamina dentalis ლათ. lamina  –  ფირფიტა და dens, dentis  –  კბილი)  ემბრიონული განვითარების დაახლოებით მე – 7 კვირას ზედა და ქვედა ყბის თავისუფალ ზედაპირზე განვითარებული ეპითელური შემსხვილებები, რომლებიც შემდგომ თანდათანობით ჩაიზრდებიან ქვეშმდებარე მეზენქიმაში კვირტების სახით და წარმოადგენენ კბილის ექტოდერმული კომპონენტის  –  მინანქრის ნერგს. მათი

Read More