გილენ – ბარეს სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გილენ – ბარეს სინდრომი – მწვავე პოლირადიკულონევრიტი, უხშირესად ვირუსული, ზოგჯერ ალერგიული წარმოშობისაა. აღწერილია აგრეთვე შაქრიანი დიაბეტის, იცენკო – კუშინგის დაავადების და თირეოტოქსიკოზის დროს. ხასიათდება კიდურების, განსაკუთრებით ქვედა კიდურების, დისტალური ნაწილების რბილი დამბლით, სეგმენტთა მდებარეობის მგრძნობელობის მოშლით; ხშირად ადგილი აქვს თავის ტვინის ნერვების დაზიანებასაც – (მეტწილად სახის ნერვის ორმხრივი პერიფერიული დამბლა). განსაკუთრებით დამახასიათებელია ალბუმინურ – ციტოლოგიური დისოციაცია თავ – ზურგ – ტვინის სითხეში. ზერელე მგრძნობელობა და სპინქტერების ფუნქცია შენახულია, ელექტროაგზნებადობის მხრივ ცვლილებები არ აღინიშნება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა