გინანდრომორფიზმი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გინანდრომორფიზმი – (ბერძნ. – ქალი, ander, ნათ. ბრუნვა andros – მამაკაცი და morphe – სახეობა, ფორმა), ანომალია, რომლის დროსაც სხეულის ნაწილებს აქვთ სხვადასხვა სქესის გენოტიპი და ნიშანთვისებები. ვითარდება ორგანიზმის უჯრედებში სასქესო ქრომოსომების განსხვავებული რიცხვის არსებობისას. გინანდრომორფიზმი უჯრედებში სასქესო ქრომოსომების არათანაბარი განაწილების შედეგია, რაც მეიოზის დარღვევისას, აგრეთვე განაყოფიერების ან ზიგოტის დანაწევრების არასწორი მიმდინარეობისას ხდება. ადამიანსა და ხერხემლიან ცხოველებში ანალოგიური მოვლენები სქესობრივ ანომალიას იწვევენ, მაგრამ სქესობრივი ჰორმონების გავლენის გამო მამრობითი და მდედრობითი ქსოვილების სექტორული განაწილება ნაკლები სიმკვეთრით ვლინდება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა