გლიკოზურია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გლიკოზურია – გლუკოზურია (ბერძნ glykys – ტკბილი და uron – შარდი), შარდში შაქრის გამოყოფა. ჩვეულებრივ შაქრიანი დიაბეტის ნიშანია და დაკავშირებულია ჰიპერგლიკემიასთან – (სისხლში შაქრის მომატება). ზოგჯერ ვითარდება შაქრისადმი თირკმლის ზღურბლის დაქვეითების შედეგად – (თირკმლისმიერი გლიკოზურია). შეიძლება აღმოაჩნდეს ჯანმრთელ ადამიანსაც ტკბილის ჭარბად მიღების ან ნერვული და ემოციური დაძაბვის დროს, მაგრამ მალე თავისთავად ქრება. მკურნალობა: გლიკემიის გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაცია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა