გოფეს დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გოფეს დაავადება – მუხლის სახსრის ცხიმოვანი ფრთისებრი ნაოჭების ჰიპერპლაზია და ფიბროზულ – სკლეროზული ჩანაცვლება. წარმოიქმნება როგორც დამოუკიდებელი დაავადება ერთჯერადი უმნიშვნელო ტრავმის ან ქრონიკული ტრავმატიზაციის შედეგად, ან თან ახლავს სახსრის სხვადასხვა დაზიანებებსა და ანთებით დაავადებებს. კლინიკური სურათი: განმეორებადი ბლოკადები დაზიანების გამო, სახსრის გაშლის ტკივნეულობა და გაძნელება; მოგვიანებით პალპირდება ჰიპერტროფიული ცხიმოვანი ქსოვილის წარმონაქმნი. მკურნალობა: იმობილიზაცია, მოსვენებითი მდგომარეობა, სითბური პროცედურები; არაეფექტურობის დროს – ცხიმოვანი ნაოჭების ქირურგიული მოცილება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა