Tag Archives: ფრთისებრი

საღეჭი კუნთები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საღეჭი კუნთები – 1. ღეჭვის პროცესთან დაკავშირებული 4 წყვილი კუნთი. საღეჭ კუნთებს განეკუთვნება ზედაპირულად მდებარე საღეჭი, საფეთქლისა და ღრმად მდებარე შიგნითა და გარეთა ფრთისებრი კუნთები. საღეჭი კუნთები ამოძრავებს ქვედა ყბას, რაც უზრუნველყოფს ზედა და ქვედა ყბების კბილებს შორის მოქცეული საკვების დაქუცმაცებას (დაღეჭვას) ან საკვების ძირითადი მასიდან ნაწილის

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More