დერკუმის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დერკუმის დაავადება – (F. X. Dercum, ამერ. ნევროპათ. და ფსიქიატრი; სინ.: დერკუმის სინდრომი, მტკივნეული ლიპომატოზი) ნეიროენდოკრინული დაავადება, რომლის დამახასიათებელი ნიშანია კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი მტკივნეული ლიპომების ან დიფუზურ – ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნების განვითარება. დაავადება გვხვდება შედარებით იშვიათად; ავადდებიან უპირატესად ქალები პოსტკლიმაქტურ პერიოდში, იშვიათად – მამაკაცები; დაავადება ვითარდება ნელა; აღინიშნება ასთენია, კუნთოვანი სისუსტე, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილებში; ხშირია რეაქტიული დეპრესიული მდგომარეობები, მეხსიერების დაქვეითება, იპოქონდრია, ზოგჯერ დემენცია. დაავადების ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა პათოლოგიური ცხიმოვანი ჩანართები, რომელთა ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კვანძოვან, დიფუზურ – ლოკალიზებულ და დიფუზურ – გავრცელებად ფორმებს. დერკუმის დაავადება – (F. X. Dercum, ამერ. ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი; სინ.: ადიპოზალგია, დერკუმის სინდრომი, ლიპალგია) დაავადება, რომელიც ხასიათდება კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი ლიპომების ან ცხიმის დიფუზური ჩანართების წარმოქმნით; გვხვდება უმთავრესად ქალებში მენოპაუზის პერიოდში; მიმდინარეობს ადინამიით, ასთენიით, დეპრესიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა