დეციდუური უჯრედები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეციდუური უჯრედები – (cellulae deciduae ლათ.deciduus – მოვარდნილი) – ეპითელოიდური უჯრედები, რომლებიც წარმოიქმ­ნებიან საშვილოსნოსა და კვერცხსავალის ლორწოვანი სტრომის უჯრედებისაგან მენსტრუალური ციკლის გარკვეულ სტადიაზე. წარმოშობით ეს უჯრედები სათესლისა და საკვერცხის ინტერს­ტიციური უჯრედების იდენტურია. დეციდური მათ იმიტომ ეწოდება, რომ დიდი რაოდენობითაა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დეციდურ (მოსავარდნ) ნაწილში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა