დეციდუური უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეციდუური უჯრედები – (cellulae deciduae ლათ.deciduus – მოვარდნილი) – ეპითელოიდური უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან საშვილოსნოსა და კვერცხსავალის ლორწოვანი სტრომის უჯრედებისაგან მენსტრუალური ციკლის გარკვეულ სტადიაზე. წარმოშობით ეს უჯრედები სათესლისა და საკვერცხის ინტერსტიციური უჯრედების იდენტურია. დეციდური მათ იმიტომ ეწოდება, რომ დიდი რაოდენობითაა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დეციდურ (მოსავარდნ) ნაწილში. (ც. გაჩეჩილაძე,