დიუშენის კუნთოვანი დისტროფია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ერთ – ერთი ყველაზე ხშირი ნერვულ – კუნთოვანი დაავადება; დაკავშირებულია ცილის სინთეზის დარღვევასთან, რომელიც ახდენს კუნთოვანი უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციას. ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს მენჯის სარტყლისა და ბარძაყის კუნთების პროგრესირებადი სისუსტით, მოგვიანებით – მხრის სარტყლისა და სასუნთქი კუნთების, პათომორფოლოგიურად – კუნთოვანი ბოჭკოების დესტრუქციითა და დეგენერაციით და ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის ჩანაცვლებით. დაავადების პროგრესირების გამო ხდება მოძრაობის თანდათანობითი შეზღუდვა. 15 წლის ასაკში აღინიშნება სრული უმოძრაობა. ლეტალური გამოსავალი დგება სუნთქვისა და გულის უკმარისობის გამო, რომელიც ვითარდება დაახლოებით 20 – 30 წლის ასაკში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა