Tag Archives: დიუშ

დიუშენის, ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუშენის, ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია – ფსევდოჰიპერტროფიული მიოპათია, რომელიც ხასიათდება კუნთების დიფუზური ატროფიით, კანჭის კუნთების ფსევდოჰიპერტროფიით, იხვისებური ბაჯბაჯით. არაიშვიათად ინტელექტის დაქვეითებით, ენდოკრინული მოშლილობებით (იცენკო – კუშინგის სინდრომი, ადიპოზოგენიტალური დისტროფია). ვითარდება სიცოცხლის პირველ წლებში, უწყვეტად პროგრესირებს და სწრაფად მივყავართ უმოძრაობამდე. გადაცემა მემკვიდრეობითი – რეცესიული ტიპით, შეჯაჭვულია X – ქრომოსომასთან. [“3”]

Read More

დიუშენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუშენის სიმპტომი – (G. В. А. Duchenne, ფრან. ნევროპათოლოგი) 1. ეპიგასტრიუმის ჩავარდნა ჩასუნთქვის დროს, რაც განპირობებულია დიაფრაგმის მოძრაობის შეწყვეტით ან მკვეთრი შეზღუდვით; აღინიშნება დიაფრაგმის დამბლის, მასიური ჰიდროპერიკარდიტის, ექსუდაციური პერიკარდიტის ან ორმხრივი ჰიდროთორაქსის დროს; 2. თავის გადახრა ავადმყოფი ფეხის მხარეზე სიარულის დროს; ნიშანია ბარძაყის და coxa valga –

Read More