დიქოფაზა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიქოფაზა – (dichophasis ბერძნ. dicha – ორ ნაწილად; აქ ორიდან ერთი რომელიმე შესაძლებელი გზის შერჩევის მნიშვნელობით და phasis – გამოვლინება) მოკლე პერიოდი ადრეულ ინტერფაზაში, რო­დესაც უჯრედი მიტოზური ციკლის დამთავრების შემდეგ „აირჩევს“ თავისი შემდგომი განვითარების გზას ორი შესაძლებელი მიმართუ­ლები­დან: მას შეუძლია ახალ მიტოზურ ციკლში შესვლა ან დიფერენცი­რება, რომლის დროსაც დაკარგავს დაყოფის უნარს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა