დიქოფაზა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიქოფაზა – (dichophasis ბერძნ. dicha – ორ ნაწილად; აქ ორიდან ერთი რომელიმე შესაძლებელი გზის შერჩევის მნიშვნელობით და phasis – გამოვლინება) მოკლე პერიოდი ადრეულ ინტერფაზაში, როდესაც უჯრედი მიტოზური ციკლის დამთავრების შემდეგ „აირჩევს“ თავისი შემდგომი განვითარების გზას ორი შესაძლებელი მიმართულებიდან: მას შეუძლია ახალ მიტოზურ ციკლში შესვლა ან დიფერენცირება, რომლის