დიქტიოსომები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიქტიოსომები – (dictyosomata ბერძნ.dictyon – ბადე და soma, somatos – სხეული) გოლჯის კომპლექსის ბუშტუკისებრი და ნამგ­ლისებრ – გრანულური განაწევრები (ორთოვეზიკულები). ელექტრო­ნული მიკროსკოპიის მონაცემების მიხედვით, ისინი შედგება აგრანუ­ლური მემბრანებით შემოსაზღვრული ბრტყელი ცისტერნების პაკეტებისაგან. სინათლის მიკროსკოპით ეს სტრუქტურები მჟღავნდება მათი უნარის მეოხებით, გაჯერდნენ ოსმიუმითა და ვერცხლის მარილე­ბით. ბოლო ხანებში ტერმინს „დიქტიოსომა“ და მის სინონიმს „გოლჯიოსო­მა“ უფრო ხშირად ხმარობენ მცენარეული უჯრედებისა და უხერხემ­ლოთა უჯრედების გოლჯის აპარატის ელემენტების აღსანიშნავად, რომლებშიც იზოლირებული დიქტიოსომები დიფუზურადაა გაფან­ტული მთელ ციტოპლაზმაში. მაგრამ, არცთუ იშვიათად, დიქტიო­სომებს უწოდებენ გოლჯის ბადისებრი აპარატის განაწევრებსაც, რომ­ლებადაც იხლიჩება ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სომატური უჯრედები მიტოზის დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა