დოჰის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დოჰის სინდრომი – სიმეტრიული აკროპიგმენტაცია. აღინიშნება პიგმენტური ლაქები ხელისა და ტერფის გულის ზედაპირზე, სხივ – მტევნის სახსრების და ბოქვენის მიდამოში, იშვიათად სხეულზე. ერთდროულად არის სახის ბადისებრი ან კეროვანი დეპიგმენტაცია და ჭორფლიანობა, რასაც რიგ შემთხვევებში თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა. ეტიოლოგია უცნობია. სინონიმები: დოჰი – კომაიას სიმეტრიული აკროპიგმენტაცია, მაცუმიტო – ტომას აკროპიგმენტაცია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა