Tag Archives: დეპიგმენტაცია

რადიოდერმიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიოდერმიტი – დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია კანზე იონიზირებადი, უპირატესად რენტგენის დასხივებით. განასხვავებენ მშრალ და სველ რადიოდერმიტს. ვლინდება თმების დაცვენით – ეპილაციით, რაც შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი. მოგვიანებით ვითარდება კანის ატროფია და დეპიგმენტაცია, ტელეანგიექტაზიების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

დოჰის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დოჰის სინდრომი – სიმეტრიული აკროპიგმენტაცია. აღინიშნება პიგმენტური ლაქები ხელისა და ტერფის გულის ზედაპირზე, სხივ – მტევნის სახსრების და ბოქვენის მიდამოში, იშვიათად სხეულზე. ერთდროულად არის სახის ბადისებრი ან კეროვანი დეპიგმენტაცია და ჭორფლიანობა, რასაც რიგ შემთხვევებში თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა. ეტიოლოგია უცნობია. სინონიმები: დოჰი – კომაიას სიმეტრიული აკროპიგმენტაცია, მაცუმიტო

Read More