დუკ – იანგის შეძენილი ჰემოლიზური ანემია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დუკ – იანგის შეძენილი ჰემოლიზური ანემია – დამახასიათებელია ღვიძლისა და ელენთის ზომიერი გადიდება, მაკროციტული ტიპის ჰიპოქრომული ანემია, რეტიკულოციტოზი. ავადმყოფის ორგანიზმში გადასხმული დონორის ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია, მაშინ როდესაც ავადმყოფის ერითროციტები ჯანმრთელი რეციპიენტის ორგანიზმში ნორმალურად ცოცხლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ანემია ატარებს ჰიპერქრომიულ ხასიათს, არავითარი საერთო არა აქვს ადისონ – ბირნერის დაავადებასთან. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა აღწერილია ლეტალური შემთხვევებიც [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა