ებშტეინის ანომალია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ებშტეინის ანომალია – გულის თანდაყოლილი მანკი: სამკარიანი სარქვლის ქვევით მდებარეობა, რომელიც შერწყმულია წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტთან და სისხლის გადატყორცნასთან მარჯვენა წინაგულიდან მარცხენაში. გამოვლინებებია: ციანოზი, ქოშინი, კისრის ვენების პულსაცია, შუილი სამკარიან სარქველზე, გულის ზომების გადიდება, პაროქსიზმული ტაქიკარდია. დიაგნოზი ზუსტდება ელექტროკარდიოგრაფიით, გულის ღრუების კათეტერიზაციით. შესაძლოა ოპერაციული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა