ევპლოიდია

ევპლოიდია – (euploidia ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.პლოიდია) უჯრედის ბირთვებში მთლიანი ქრომოსომული ნაკრე­ბების შემცველობა, რომლებიც ჰაპლოიდურის ტოლი ან ჯერადია. ეუპ­ლოი­დიას ეკუთვნის საკუთრივ ჰაპლოიდია (მონოპლოიდია), აგრეთვე დიპლოიდია, ტრიპლოიდია, ტეტრაპლოიდია და ა.შ. ეუპლოიდიის ყვე­ლა შემთხვევას, რომლებსაც ახასიათებს ჰაპლოიდურთან შედარებით ქრომოსომული ნაკრებების რაოდენობის მომატება ჯერადი რიცხვით და ქრომოსომების ორზე მეტი ნაკრებით, პოლიპლოიდია ეწოდება. ეუპლოიდია უნდა გავარჩიოთ ანეუპლოიდიისაგან , რომლის დროსაც ქრომოსომების რიცხვი არაჯერადად მატულობს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.