Tag Archives: ნაკრებების

ევპლოიდია

ევპლოიდია – (euploidia ბერძნ.eu – კარგი, ნამდვილი და იხ.პლოიდია) უჯრედის ბირთვებში მთლიანი ქრომოსომული ნაკრე­ბების შემცველობა, რომლებიც ჰაპლოიდურის ტოლი ან ჯერადია. ეუპ­ლოი­დიას ეკუთვნის საკუთრივ ჰაპლოიდია (მონოპლოიდია), აგრეთვე დიპლოიდია, ტრიპლოიდია, ტეტრაპლოიდია და ა.შ. ეუპლოიდიის ყვე­ლა შემთხვევას, რომლებსაც ახასიათებს ჰაპლოიდურთან შედარებით ქრომოსომული ნაკრებების რაოდენობის მომატება ჯერადი რიცხვით და ქრომოსომების ორზე მეტი ნაკრებით, პოლიპლოიდია ეწოდება. ეუპლოიდია უნდა გავარჩიოთ ანეუპლოიდიისაგან

Read More

ალოპოლიპლოიდია

ალოპოლიპლოიდია – (allopolyploidia ბერძნ.allos – სხვა და იხ.პოლიპლოიდია) ქრომოსომების რიცხვის ჯერადი მომატება არაჰო­მოლოგიური ნაკრებების შემადგენლობაში, რაც შეიმჩნევა ჰიბრიდული წარმოშობის პოლიპლოიდებში. იხ.ავტოპოლიპლოიდია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი