ეკვატორული ფირფიტა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეკვატორული ფირფიტა – (lamina equatorialis) ქრომოსომული კომპლექსი აქრომატული თითისტარას შუა (ეკვატორულ) სიბრტყეში მიტოზის ან მეიოზის მეტაფაზის დროს. ის ჰგავს ფირფიტას, თუ მას თითისტარას ღერძის პერპენდიკულარული მხრიდან შევხედავთ, ხოლო თუ ამ ქრომოსომულ კომპლექსს დავათვალიერებთ თითისტარას პოლუსების მხრიდან, მაშინ ქრომოსომების განლაგებას ვარსკვლავის მსგავსი ფორმა ექნება. ეს იმიტომ ხდება, რომ ქრომოსომები თავისი ცენტრომერებით მიმართულია თითისტარას ღერძისაკენ, მაშინ როდესაც მათი მხრები რადიუსების მიმართულებით გარეთ მიემართება. ტერმინი შემოიღო ვან – ბენედენმა (1875). სინ.მეტაფაზური ფირფიტა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა