ეკვაციური გაყოფა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეკვაციური გაყოფა – (fissio aequationalis ლათ.aequus – თანასწორი, ერთნიშნა) მომწიფების მეორე გაყოფა, რომლის შედეგადაც მეორე რიგის სპერმატოციტებიდან (პრესპერმატოციტები) წარმოიქმნება ორი სპერმატიდა, ხოლო მეორე რიგის ოოციტიდან – კვერ­ცხუჯრედი და მეორეული პოლარული უჯრედი. პრინციპულად ეკვა­ციური გაყოფა ჩვეულებრივი მიტოზისაგან არ განსხვავდება. ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა