ენზიმოპენიური ანემია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენზიმოპენიური ანემია – ჰემოლიზური ანემიების ჯგუფური სახელწოდება, რომლებიც წარმოიქმნება ერითროციტების გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი უკმარისობით. განსაკუთრებით გავრცელებულია გლუკოზო – 6 – ფოსფატ – დეჰიდროგენაზას უკმარისობით გამოწვეული ანემია. მორფოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება იგივე ცვლილებები, რომლებიც დამახასიათებელია ჰემოლიზური ანემიებისათვის, სიყვითლე, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ორგანოებისა და ქსოვილების ჰემოსიდეროზი. გამოყოფენ შემდეგ კლინიკურ ფორმებს: მწვავე სისხლძარღვშიგა ჰემოლიზი; ფავიზმი (იხ.); ახალშობილთა მწვავე ჰემოლიზური დაავადება, რომელიც დაკავშირებული არაა ჯგუფურ და რეზუს შეუთავსებლობასთან; მემკვიდრეობითი ქრონიკული ჰემოლიზური ანემია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა