ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენცეფალომიელიტი – თავის ტვინის არაინფექციური დაავადებების საერთო სახელწოდება, რომლებიც ხასიათდებიან ტვინის დიფუზური ან მრავალკეროვანი დაზიანებით. თანდაყოლილი ენცეფალოპათიები განპირობებულია მეტაბოლიზმის გენეტიკური ფაქტორებით, თავის ტვინის განვითარების ანომალიებით ან დაკავშირებულია მავნე ფაქტორების ზემოქმედებასთან პერინატალურ პერიოდში. შეძენილ ენცეფალოპათიებს შორის განასხვავებენ ტრავმულ, ტოქსიკურ, სისხლძარღვოვან, მეტაბოლურ ენცეფალოპათიებს. ენცეფალოპათიების ადრეული ნიშნებია: გონებრივი შრომისუნარიანობის, მეხსიერების, დაქვეითება, ძილის დარღვევები, ასთენია, თავის დიფუზური ტკივილები, ხმაური ყურებში, გუნებ – განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანებადობა; დამახასიათებელია ნევროლოგიური გამოვლინებები (ნისტაგმი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, კუნთოვანი ტონუსის მომატება, კოორდინაციის დარღვევები, ვეგეტატიური დარღვევები). პროცესის პროგრესირებასთან ერთად ვითარდება მეხსიერების დარღვევა, ჭკუასუსტობა, ფსიქიკური დარღვევები. პროგნოზი განისაზღვრება ძირითადი დაავადების დინამიკით, ტვინის დაზიანების ხარისხითა და სხვ.


(2)  ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენცეფალომიელიტი – (encephalomyelitis; ბერძ. Enkephalos თავის ტვინი) მწვავე ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან თავის ტვინისა და ზურგის ტვინის თეთრი ნივთიერების მრავალკეროვანი დაზიანებით, ზოგჯერ პროცესში პერიფერიული ნერვების ჩართვით. ენცეფალომიელიტები შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორადი. მწვავე პირველადი ენცეფალომიელიტი წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას. მეორადი ენცეფალომიელიტი წარმოიქმნება როგორც გართულება ზოგადი ინფექციური დაავადებებისა ან ვაქცინაციისა. კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია. დაავადება იწყება მწვავედ, ზოგჯერ დაავადების დასაწყისში აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, პარესთეზიები; ნევროლოგიური სიმპტომატიკა ვითარდება სწრაფად (3 – 10 დღის მანძილზე); ვითარდება სპასტიკური ჰემიპლეგიები და პარაპლეგიები. სპინურ  სიმპტომებთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტვინის დაზიანების ნიშნებიც: ნისტაგმი, თვალის მოძრაობის დარღვევები; დაავადების მიმდინარეობა ხასიათდება სიმპტომების ზრდის ხანმოკლე ფაზით და შემგომში დარღვეული ფუნქციების ხანგრძლივი აღდგენით. ენცეფალომიელიტი – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ანთება.

.